ბებეტოს ვაჟი მათეუსი "იუვენტუსში" გადადის

AutoSharing Option
ბევრს ახსოვს მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი სამახსოვრო ეპიზოდი: 1994 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ბრაზილიელმა ბებეტომ 2-გოლიანი უპირატესობით დააწინაურა ნაკრები და გოლი მაზინიოსთან და რომარიოსთან ერთად ხელის დარწევით აღნიშნა - ასე უძღვნა მან გოლი ახლადშეძენილ ვაჟს, რომელსაც ლოთარ მათეუსის საპატივცემულოდ მათეუსი დაარქვა.

ახლა მათეუსი (ზედა ფოტოზე მარჯვნივ) 19 წლისაა, "ფლამენგოს" სკოლა გაიარა და ახლა დიდ გუნდში ირიცხება, ის ასევე ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.

და ახლა მას ერთი ნაბიჯი უკლია "იუვენტუსამდე". "ფლამენგოს" დირექტორმა პაულო პელაიპემ თქვა, რომ უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და მათეუსი დაახლოებით
2 მილიონი ევროს სანცვლოდ ზაფხულიდან "ბებერი ქალბატონის" წევრი გახდება.

49 წლის ბებეტო ამჟამად პოლიტიკოსია და რიო დე ჟანეიროს ასამბლეის წევრია ლეიბორისტული პარტიიდან.

Sportall.Ge

ისტორიული მომენტი მაზინიო, ბებეტო და რომარიო მათეუსს "ურწევენ" 1994 წლის მუნდიალზე. მაზინიოს ვაჟი ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" თამაშობს, რომარიოს ვაჟი კი "კორინთიანსში".

ასევე იხილეთ:
Time Line: ვისი ბიჭია მათეუსი?.. როგორც ბრაზილიურ სერიალებში
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვნახოთ რა გამოვა
Bacho
13:14 18-03-2013
0

სიახლეები პოპულარული