ადრიანო გალიანი: 2014 წელს "მილანი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ "როსონერი" იტალიის ჩემპიონატის მოგებას მომდევნო სეზონში რეალურად შეეცდება, თუკი სტარტი წარმატებული გამოუვა.

სერია A-ს ბოლო ტურში "მილანმა" "პალერმო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. დუბლით თავი მარიო ბალოტელიმ გამოიჩინა.

"ჩვენი წარმატებული გამოსვლა გრძელდება. ბრწყინვალე გუნდი გვყავს და თუკი მომდევნო სეზონს კარგად დავიწყებთ, ტიტულისთვის ბრძოლასაც შევძლებთ.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში. ფეხბურთელები ბრწყინვალე ფორმაში გვყავს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" განცდილი მარცხი სწრაფად დაივიწყეს",
- აქვეყნებს გალიანის ნათქვამს Football Italia.

"მილანმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში რვიდან ხუთ
სასტარტო მატჩში მარცხი იწვნია, რთული სიტუაციიდან გამოსვლა შეძლო და ამ დროისთვის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. თანაც, წინ მყოფ "ნაპოლის" სულ ორი ქულით ჩამორჩება.

მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი აღიარებს, რომ "ფიორენტინასთან" კონკურენცია აფიქრებს, რომელიც "მილანს" 3 ქულით ჩამორჩება.

"ფიორენტინასი" ორი რამის გამო მეშინია: ჯერ ერთი, ეს გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს; და მეორეც, ფლორენციელებს სეზონის ბოლოსკენ უკეთესი კალენდარი აქვთ.

მოკლედ, ჩვენ ზედიზედ მერვე საშინაო მატჩში გავიმარჯვეთ, რაც ცოტა არაა. იმედი მაქვს, მეცხრე "ნაპოლისთან" გამარჯვება იქნება",
- თქვა გალიანიმ.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIX ტური: ლიდერებმა იძალეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული