სერია A-ს ბოლო ტურში "მილანმა" "პალერმო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. დუბლით თავი მარიო ბალოტელიმ გამოიჩინა.
"ჩვენი წარმატებული გამოსვლა გრძელდება. ბრწყინვალე გუნდი გვყავს და თუკი მომდევნო სეზონს კარგად დავიწყებთ, ტიტულისთვის ბრძოლასაც შევძლებთ.
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში. ფეხბურთელები ბრწყინვალე ფორმაში გვყავს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" განცდილი მარცხი სწრაფად დაივიწყეს", - აქვეყნებს გალიანის ნათქვამს Football Italia.
"მილანმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში რვიდან ხუთ
მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი აღიარებს, რომ "ფიორენტინასთან" კონკურენცია აფიქრებს, რომელიც "მილანს" 3 ქულით ჩამორჩება.
"ფიორენტინასი" ორი რამის გამო მეშინია: ჯერ ერთი, ეს გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს; და მეორეც, ფლორენციელებს სეზონის ბოლოსკენ უკეთესი კალენდარი აქვთ.
მოკლედ, ჩვენ ზედიზედ მერვე საშინაო მატჩში გავიმარჯვეთ, რაც ცოტა არაა. იმედი მაქვს, მეცხრე "ნაპოლისთან" გამარჯვება იქნება", - თქვა გალიანიმ.
ასევე იხილეთ:
სერია A. XXIX ტური: ლიდერებმა იძალეს [VIDEO]