დე ლაურენტისი: გადაიხადეთ 70 მილიონი ევრო და კავანი თქვენია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი ტოპკლუბების ინტერესებშია. ამ თემაზე ისაუბრა "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.

"ჩვენ, როცა მასთან კონტრაქტს ვაფორმებდით, ძალიან მაღალი გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა ჩავწერეთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ კავანის შენარჩუნება გვსურს. და თუ რომელიმე კლუბი მზადაა, 70 მილიონი ევრო გადაიხადოს ფორვარდის სანაცვლოდ, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ამ წინადადებას და შეიძლება დავთანხმდეთ კიდევაც. მაგრამ ახლავე ვიტყვი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს ედინსონი", - განაცხადა სამხრეთული კლუბის ბოსმა.

26 წლის ფორვარდის მიწვევა სურთ: პსჟ-ს, "ჩელსის" და "მანჩესტერ სიტის".

ასევე
იხილეთ:

პაველ ნედვედი: "იუვენტუსს" ედინსონ კავანი "დახატავდა"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული