მორატის თქმით, მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი თავკაცის იტალიაში გადაბარგებისთვის ახლა არცთუ შესაფერისი პერიოდია.
"დროდადრო ვუკავშირდებით მოურინიოს. ერთად ხომ მრავლად გვქონია სასიამოვნო მომენტები და ამიტომაც ყოველთვის მახარებს მასთან საუბარი.
თუმცა "ინტერში" მოურინიოს დაბრუნებაზე ლაპარაკი არ მიმდინარეობს. საამისოდ ახლა არცთუ შესაფერისი მომენტია", - უთხრა მორატიმ Football Italia-ს.