მასიმო მორატი: ახლა "ინტერში" ჟოზე მოურინიოს დაბრუნების დრო არაა

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გარკვევით თქვა, რომ არცკი განიხილავს კლუბში ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შესაძლებლობას.

მორატის თქმით, მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი თავკაცის იტალიაში გადაბარგებისთვის ახლა არცთუ შესაფერისი პერიოდია.

"დროდადრო ვუკავშირდებით მოურინიოს. ერთად ხომ მრავლად გვქონია სასიამოვნო მომენტები და ამიტომაც ყოველთვის მახარებს მასთან საუბარი.

თუმცა "ინტერში" მოურინიოს დაბრუნებაზე ლაპარაკი არ მიმდინარეობს. საამისოდ ახლა არცთუ შესაფერისი მომენტია",
- უთხრა მორატიმ Football Italia-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული