26 მარტს მალტასთან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა, რომელიც "სკუადრა აძურამ" 2:0 მოიგო, ბუფონისთვის სანაკრებო კარიერაში 126-ე იყო. ამით ის ლეგენდარულ მცველ პაოლო მალდინის გაუტოლდა.
იტალიის ნაკრებში ამ მხრივ რეკორდი კი ფაბიო კანავაროს ეკუთვნის, რომლის აქტივში 136 შეხვედრაა.
"30 წელს გადაცილებული სპორტსმენის ცხოვრება რაღაცით 7 წელს გადაცილებული ძაღლისას ჰგავს. ახლა ზუსტად ვაცნობიერებ, ვინ ვარ და რა შემიძლია. თუნდაც ორი
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დანიას მილანში ვეთამაშებოდით, მალდინიმ იწინასწარმეტყველა, რომ ნაკრებში 150-მატჩიან ნიშნულს მივაღწევდი. ეს, რა თქმა უნდა, ოპტიმისტური განაცხადი იყო, თუმცა ღვთის წყალობითა და ჯანსაღად ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს მართლა შესაძლებელია. თუკი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძველებურად კარგად ვიქნები, რატომაც არა?
რაც შეეხება ბოლო თამაშს მალტასთან, ის იოლი არ იყო. ქარმა და სველმა მოედანმა ამოცანა გაგვირთულა. თანაც, თუკი თითოეული მატჩისთვის სათანადოდ არ განეწყობი და კონცენტრაციას დაკარგავ, უსიამოვნებები გარდაუვალი იქნება.
თერთმეტმეტრიანთან დაკავშირებული ეპიზოდი? პენალტის დროს თავდაპირველად მარცხენა კუთხეში გადახტომა დავაპირე, მაგრამ შემდეგ მაინც ადგილზე დავრჩი და დაველოდე დარტყმას. ასე რომ, იმ ეპიზოდში ცოტა გამიმართლა კიდეც.
იმ პენალტის გარდა, მეტოქემ კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ასე რომ, იოლი თამაში ნამდვილად არ გვქონია.
Video
26.03.13. მალტა - იტალია 0:2
26.03.13. მალტა - იტალია 0:2
ბუნებრივია, პრანდელი შესვენებაზე განრისხებული იყო და საამისოდ საფუძველიც ჰქონდა. მრავალი წლის განმავლობაში გავიძახით, რომ კონცენტრაცია თითოეულ მატჩში უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ შემდეგ რაღაც გვაკლდება ხოლმე და სატურნირო მდგომარეობასაც ვირთულებთ.
წინ არცთუ იოლი გამოცდები გველის, რაც ჩვენს ნამდვილ დონეს გამოააშკარავებს. ევროპის ჩემპიონატზე რაღაც მართლა ვაჩვენეთ, ახლა კი უნდა გავამყაროთ ჩვენი ამბიციები და პროგრესირება გავაგრძელოთ", - აქვეყნებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]