"არასდროს ვყოფილვარ ვარსკვლავური დაავადებით შეპყრობილი. არასდროს მივიჩნევდი თავს მსოფლიოში საუკეთესოდ, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ყველაზე ცუდი ვარ. უბრალოდ, მე ვარ მე და ეს მაკმაყოფილებს.
მინდა იტალიის ნაკრებს მადლობა ვუთხრა, განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატზე ნდობის გამოცხადებისთვის...
ცხოვრებაში ჩამიდენია რაღაც ისეთი, რასაც არაფრის გულისთვის გავიმეორებდი - არ უნდა დამეგდო მიწაზე "ინტერის" მაისურა", - აქვეყნებს ბალოტელის ნათქვამს Football-Italia.
შეგახსენებთ, ეს ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის 2010/2011 წლების სეზონის ნახევარფინალურ შეხვედრაში მოხდა. გასახდელისკენ
დღეს კი ბალოტელი "მილანის" ღირსებას იცავს, რომლის მიმართ სიმპათიებს ჯერ კიდევ "ინტერში" თამაშის დროს არ მალავდა.