მარიო ბალოტელი: ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ...

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ ის ჩადენილი ქმედება დაასახელა, რომელსაც აღარასდროს გაიმეორებს.

"არასდროს ვყოფილვარ ვარსკვ
ლავური დაავადებით შეპყრობილი. არასდროს მივიჩნევდი თავს მსოფლიოში საუკეთესოდ, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ყველაზე ცუდი ვარ. უბრალოდ, მე ვარ მე და ეს მაკმაყოფილებს.

მინდა იტალიის ნაკრებს მადლობა ვუთხრა, განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატზე ნდობის გამოცხადებისთვის...

ცხოვრებაში ჩამიდენია რაღაც ისეთი, რასაც არაფრის გულისთვის გავიმეორებდი - არ უნდა დამეგდო მიწაზე "ინტერის" მაი
სურა", - აქვეყნებს ბალოტელის ნათქვამს Football-Italia.

შეგახსენებთ, ეს ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის 2010/2011 წლების სეზონის ნახევარფინალურ შეხვედრაში მოხდა. გასახდელისკენ
მიმავალმა ბალოტელიმ "ნერაძურის" მაისური ძირს დააგდო.

დღეს კი ბალოტელი "მილანის" ღირსებას იცავს, რომლის მიმართ სიმპათიებს ჯერ კიდევ "ინტერში" თამაშის დროს არ მალავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული