ანდრეა სტრამაჩონი: ტურინის "იუვენტუსის" დამწუხრებას შევეცდებით

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ მზადყოფნა გამოთქვა იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩისთვის, სადაც მისი გუნდი ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" იტალიის მოქმედი ჩემპიონი პირველ წრეში ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მაშინ "ინტერის" თავკაცმა მოედანზე სამი ფორვარდი შეიყვანა, რითაც მეტოქე გააკვირვა. "ნერაძურიმ" ტურინელთა 49-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

"ინტერსა" და "იუვენტუსს" შორის მატჩი სხვა შეხვედრებს არ ჰგავს. ბოლომდე დავიხარჯებით, რომ კარგად ვითამაშოთ და მეტოქე დავამწუხროთ. ჩვენი გუნდი ბოლომდე მზადაა",
- თქვა სტრამაჩონიმ.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის შეხვედრა 30 მარტს მილანში გაიმართება.

მომზადებულია
Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული