"მილანი" მარიო ბალოტელის სიგარეტის მოწევისთვის დააჯარიმებს

AutoSharing Option
რაც "მანჩესტერ სიტიდან" მარიო ბალოტელი მშობლიურ იტალიაში დაბრუნდა და "მილანის" მაისური მოირგო, თითქოს, დაჭკვიანდა, თუმცა პირველ სკანდალში უკვე გაეხვა.

შაბათს "მილანი" სწრაფმავალი მატარებლით გაემგზავრა ფლორენციაში "ფიორენტინასთან" სათამაშოდ (ეს შეხვედრა 7 აპრილს 2:2 დასრულდა). სუპერმარიო მატარებლის ტუალეტში გამოიჭირეს, როცა სიგარეტს ეწეოდა.

ბალოტელი მატარებლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავად ადრიანო გალიანისთან "ჩაუშვა", რომელიც აგრეთვე მატარებელში იმყოფებოდა.

გალიანიმ იქვე მყოფ მბაიე ნიანგს დაავალა გადაეცა ბალოტელისთვის, რომ მას აუცილებლად დააჯარიმებენ, ხოლო თავად მარიოს აგენტ მინო რაიოლას დაურეკა და საქმის კურსში ჩააყენა.

სხვათა შორის, ინგლისში ყოფნისასაც მარიო
რამდენჯერმე შეამჩნიეს სიგარეტით ხელში.

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელი: ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ...
მარიო ბალოტელის საკუთარი ქანდაკება ექნება
მარიო ბალოტელიმ ქომაგებით სავსე ოთახი შიშველმა გაიარა [VIDEO]
მარიო ბალოტელიმ და რობერტო მანჩინიმ ვარჯიშზე იჩხუბეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული