ალესანდრო მატრი: ტურინის "იუვენტუსში" დარჩენა მინდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ აღნიშნა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ აპირებს კლუბის დატოვებას, მიუხედავად ხმებისა, თითქოს "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილია, "იუვენტუსს" ივლისში "ატლეტიკოს" ფორვარდი ფერნანდო ლორენტე უნდა შეუერთდეს.

"მინდა "იუვენტუსში" დავრჩე და გუნდის შემტევი რგოლის ნაწილი ვიყო.

"იუვენტუსის" შეტევის ხაზში ახალი ფეხბურთელების შესაძლო გამოჩენის შესახებ მუდმივმა საუბრებმა, ცოტა არ იყოს, ჩრდილი მიაყენა ამჟამინდელ თავდამსხმელთა მიერ
გაწეულ სამუშაოს, რამაც გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.

ნათელია, კლუბს სჭირდება გამარჯვებულის ფსიქოლოგიის მოთამაშეები, მაგრამ ადამიანებმა არც ისინი
უნდა დაივიწყონ, ვინც კლუბს ზედიზედ ორი სკუდეტო მოაგებინა",
- თქვა მატრიმ.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: კითხვის ნიშნები ქრება
"იუვენტუსი" კავანის სანაცვლოდ "ნაპოლის" 30 მილიონ ევროს და სამ ფეხბურთელს სთავაზობს
ალესანდრო მატრი: ჩემპიონთა ლიგის მოგება "იუვენტუსისთვის" ჯერ კიდევ ოცნებად რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული