Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები მზად არიან, კავანის სანაცვლოდ "ნაპოლის" სამი ფეხბურთელი და 30 მილიონი ევრო მისცენ.
ხოლო არჩევას "ნაპოლი" ამ ფეხბურთელებს შორის შეძლებს: მაურისიო ისლა, პაოლო დე ჩელიო, მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი.
ეს ვარიანტი "იუვენტუსის" დირექტორის, ფაბიო პარატიჩისა და "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, რიკარდო ბიგონას შორის შეხვედრაზე განიხილებოდა.
"ნაპოლის" საბოლოო პასუხი ჯერ არ გაუცია. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური კლუბი ურუგვაელი ფეხბურთელის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოისურვებს, თუ მასში მინიმუმ 63 მილიონ ევროს