სტეფან ელ შაარავი: "მანჩესტერ სიტიდან" არავინ დამკავშირებია

AutoSharing Option
”მილანის" თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ მისადმი "მანჩესტერ სიტის" დაინტერესების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს მასთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

"ძალიან მსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ ჩემით სერიოზული უცხოური კლუბები ინტერესდებიან.

რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის" ჩემით დაინტერესების შესახებ ცნობას, მე პირადად არავინ დამკავშირებია.

არასდროს შევხვედრივარ მანჩინის და არც ბალოტელის უთქვამს ამ თემაზე ჩემთვის რაიმე.

ყოველთვის ვამბობდი, "მილანი" - ჩემი სახლია და იმედი მაქვს, ჩემს ამჟამინდელ გუნდში კიდევ დიდხანს ვითამაშებ",
- აქვეყნებს ფეხბურთელის ნათქვამს La Gazzetta dello Sport.

ასევე
იხილეთ:

სტეფან ელ შაარავი და ინსინიე "აძურინიში"
სტეფან ელ შაარავის მილიონები არ ანაღვლებს
ადრიანო გალიანიმ "მილანიდან" კინაღამ სტეფან ელ შაარავი გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული