მანჩინი: ნეაპოლში პიცის გამო ჩამოვედი, თუმცა "ნაპოლიში" მუშაობაზე უარს არ ვიტყოდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ნეაპოლში სტუმრობის მიზეზზე ისაუბრა, სადაც უარყო ხმები "ნაპოლისთან" მოლაპარაკებების გამართვაზე.

"აქ საუკეთესო პიცას აკეთებენ, მშვენიერი ზღვაა, მზე... სწორედ ამისთვის ჩამოვედი ნეაპოლში და არა სამუშაოსთვის.

ვიმუშავებ თუ არა "ნაპოლიში"? არასდროს უნდა თქვა "არასდროს"!

ეს ძლიერი კლუბია, რომელშიც დასაქმებას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა. თანაც, მე ძალიან მიყვარს იტალია და მომწონს, როგორი ჟინითაც თამაშობენ აქ ფეხბურთელები და ქომაგო
ბენ გულშემატკივრები", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული