ადრიანო გალიანი: მწვრთნელის საკითხი 22 მაისს გადაწყდება

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მწვრთნელის საკითხზე ისაუბრა იტალიურ მედიასთან.

გალიანიმ განაცხადა, რომ 22 მაისს გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა კლუბი მასიმილიანო ალეგრისთან თანამშრომლობას, რომლის წაყვანაც "რომას" სურს.

"ვფიქრობ, ოთხშაბათს, 22 მაისს შევხვდებით და მის მომავალზე შევთანხმდებით. გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტთან ერთად გამოვიტანთ. ჯერ გავიგებთ, რა ხედვები აქვს ალეგრის გუნდის მშენებლობასა და მომავალი სეზონის გეგმებზე", - განაცხადა ადრიანო გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" სერია A მე-3 ადგილზე ჩაამთავრა და ჩემპიონთა ლიგის  საგზური მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
სერია A. ბოლო ტური: "მილანი" ბეწვის ხიდზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული