ბერგამოს სასამართლომ ეს განაჩენი 2011 წელს ავტოკატასტროფაში ორი 23 წლის გოგონას დაღუპვის საქმეზე გამოიტანა.
ანტონიო კონტეს თანაშემწე მაშინ საკუთარი ავტომობილით ავარიის მონაწილე გახდა. ავარია მის წინ მიმავალ ერთბაშად სამ ავტომობილს შეემთხვა, რაც კარერამ დროულად ვერ შეამჩნია და მანქანიდან გადმოსულებს დაეჯახა.
კარერას ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ დამნაშავე მუნიციპალიტეტი იყო, რომელმაც გზის სათანადოდ განათებაზე არ იზრუნა.
ასევე იხილეთ:
"იუვეს" მწვრთნელობა საშარო საქმეა