"იუვენტუსის" მწვრთნელს გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის 2,5 წლით ციხე მიუსაჯეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მწვრთნელ მასიმო კარერას სასამართლომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის ორნახევარი წლით ციხე მიუსაჯა.

ბერგამოს სასამართლომ ეს განაჩენი 2011 წელს ავტოკატასტროფაში ორი 23 წლის გოგონას დაღუპვის საქმეზე გამოიტანა.

ანტონიო კონტეს თანაშემწე მაშინ საკუთარი ავტომობილით ავარიის მონაწილე გახდა. ავარია მის წინ მიმავალ ერთბაშად სამ ავტომობილს შეემთხვა, რაც კარერამ დროულად ვერ შეამჩნია და მანქანიდან გადმოსულებს დაეჯახა.

კარერას ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ დამნაშავე მუნიციპალიტეტი იყო, რომელმაც გზის სათანადოდ განათებაზე არ იზრუნა.

ასევე იხილეთ:

"იუვეს" მწვრთნელობა საშარო საქმეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული