იტალიაში ფიქრობენ, მაცარის "ინტერის" მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილია
AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ სეზონში გუნდს ვალტერ მაცარი გაწვრთნის. ამის შესახებ ცნობას Corriere dello Sport ავრცელებს.
იტალიაში მიიჩნევენ, რომ მაცარისთან კონტრაქტის გაფორმება, რომელიც "ნაპოლიდან" წავიდა, გადაწყვეტილი ამბავია.
უახლოეს მომავალში "ინტერი" ანდრეა სტრამაჩონისთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.