ხილული ნეაპოლელები და უხილავი ტურინელი

AutoSharing Option
სერია A-ს 2012/13 წლების გათამაშება წარსულს ჩაბარდა და დადგა დრო, განვლილი ბატალიები შევაჯამოთ და გავაანალიზოთ. შეჯამების პირველი ნაწილი სტატისტიკას დავუთმოთ, რადგან ციფრები ყველაფერზე კარგად მეტყველებს.

ტრიუმფატორი "იუვენტუსია", მაგრამ სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ ტურინულ გრანდს კარგი გამტანი ფორვარდი აკლია. "ვეკია სენიორას" შემტევები, პრაქტიკულად, არც ერთ სიაში არ ფიგურირებენ და დიდად არც ნახევარმცველები არიან ავანგარდში.

ბუნებრივია, აქა-იქ ანდრეა პირლო ჩანს, მაგრამ სხვები აშკარად ჩრდილში არიან - თუნდაც ნაქები არტურო ვიდალი და კლაუდიო მარკიზიო. მოკლედ, "იუვეს" ძლიერი მხარე გუნდურობაა და ეს, პირველ რიგში,
ანტონიო კონტეს
დამსახურებაა. კონტეს ქვემოთ ვერსად შეხვდებით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონატის მთავარი გმირი სწორედ ის გახლავთ...

სხვადასხვა კატეგორიაში წინა პლანზე "ნაპოლის" ფეხბურთელები არიან: ედინსონ კავანი ჩემპიონატის მთავარი ბომბარდირია და "გოლს + პასის" სისტემითაც არავის უთმობს პირველობას. ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც ნეაპოლელის ანგარიშზეა - მარეკ ჰამშიკმა 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მოკლედ, ინდივიდუალურ დონეზე სხვებზე მეტად სწორედ სამხრეთელებმა გაილაღეს. დანარჩენზე ქვემოთ...

ინდივიდუალური სტატისტიკა

ბომბარდირები
29 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 16 - სტეფან ელ შაარავი (მილანი), პაბლო ოსვალდო (რომა); 15 - ერიკ ლამელა (რომა), ჰერმან დენისი (ატალანტა), ჯამპაოლო პაცინი (მილანი), მიროსლავ კლოზე (ლაციო); 13 - ალბერტო ჯილარდინო (ბოლონია), გონსალო ბერგესიო (კატანია), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 12 - ფრანჩესკო ტოტი (რომა), მარკო ბორიელო (ჯენოა), მარკო საუ (კალიარი), როდრიგო პალასიო (ინტერი).

საგოლე პასები
14 - მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 12 - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 11 - ბორხა ვალერო (ფიორენტინა); 9 - ანტონიო კასანო (ინტერი); 8 - ადემ ლიაიჩი (ფიორენტინა), ალესიო ჩერჩი (ტორინო), ანდრეა კოსუ (კალიარი), არტურო ვიდალი (იუვენტუსი), ალეჰანდრო გომესი (კატანია), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 7 - ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), ფრანჩესკო ლოდი (კატანია), გორან პანდევი (ნაპოლი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

გოლი + პასი
33 (29+4) - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 27 (23+4) - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 25 (11+14) - მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 24 (12+12) - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 20 (15+5) - ერიკ ლამელა (რომა); 20 (16+4) - სტეფან ელ შაარავი (მილანი); 19 (11+8) - ადემ ლიაიჩი (ფიორენტინა); 19 (13+6) - გონსალო ბერგესიო (კატანია); 19 (15+4) - ჰერმან დენისი (ატალანტა).

ყვითელი ბარათები
16 - დანიელე კონტი (კალიარი); 14 - ჰაიმე ვალდესი (პარმა); რაჯა ნაინგოლანი (კალიარი); 13 - დანიელე დესენა (კალიარი), დანიელე გასტალდელო (სამპდორია), დავიდ პისარო (ფიორენტინა), ჯუზეპე ბელუში (კატანია), ჟუან ჟესუსი (ინტერი); 12 - ალესანდრო ლუკარელი (პარმა), ლუკა რიგონი (კიევო), მაურიციო დომიცი (უდინეზე), პანაიოტის კონე (ბოლონია), ვალონ ბერამი (ნაპოლი).

წითელი ბარათები
2 - ანდრეა კოსტა (სამპდორია), დანიელე გასტალდელო (სამპდორია), კარლოს კარმონა (ატალანტა), დანილო (უდინეზე), ტომას ერუ (უდინეზე), დავიდე ასტორი (კალიარი), ლუკა როსეტინი (კალიარი), ფელიპე (სიენა), ჯუზეპე ბიავა (ლაციო), კამილ გლიკი (ტორინო), კევინ პრინს ბოატენგი (მილანი), მასიმო ამბროზინი (მილანი), ვლადიმირ ვეისი (პესკარა).

ჯარიმა
95 - გონსალო ბერგესიო (კატანია); 85 - ალბინ ეკდალი (კალიარი), პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 84 - იური კუჩკა (ჯენოა); 82 - ვალონ ბერამი (ნაპოლი); 81 - ალესანდრო დიამანტი (ბოლონია); 79 - პანაიოტის კონე (ბოლონია); 71 - ერიკ ლამელა (რომა); 70 - როლანდო ბიანკი (ტორინო).

ჯარიმის გამომუშავება
147 - ალესანდრო დიამანტი (ბოლონია); 111 - პაბლო ბარიენტოსი (კატანია); 108 - ცუან კუადრადო (ფიორენტინა); 107 - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 87 - დავიდ პისარო (ფიორენტინა); 83 - ალანი (უდინეზე); 81 - ანდრეა პოლი (სამპდორია), ვიქტორ იბარბო (კატანია).

მეკარე (სეივი)
133 - ჯანლუკა პეგოლო (სიენა); 122 - მატია პერინი (პესკარა); 116 - ანდრეა კონსილი (ატალანტა); 115 - სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი); 107 - სტეფანო სორენტინო (პალერმო); 104 - ანტონიო მირანტე (პარმა); 103 - მარიანო ანდუხარი (პარმა); 100 - სებასტიან ფრეი (ჯენოა).

ზუსტი პასი
2517 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2198 - ბორხა ვალერო (ფიორენტინა); 2130 - რიკარდო მონტოლივო (მილანი); 2065 - მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი); 2015 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1935 - დანიელე კონტი (კალიარი); 1862 - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 1854 - ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი); 1835 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 1829 - დავიდ პისარო (ფიორენტინა).

დარტყმა (სულ)
156 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 132 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია); 124 - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 114 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 110 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ფრედი გუარინი (ინტერი); 105 - ანტონიო კანდრევა (ლაციო); 104 - სტეფან ელ შაარავი (მილანი).

კარში დარტყმა
70 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 52 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 48 - ფრანჩესკო ტოტი (რომა), სტეფან ელ შაარავი (მილანი); 46 - კარვალიო ამაური (პარმა); 43 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 42 - ერნანესი (ლაციო); 41 - მარკო ბორიელო (ჯენოა); 40 - მარიო ბალოტელი (მილანი), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

გუნდური სტატისტიკა

საუკეთესო შედეგი საკუთარ მოედანზე
ნაპოლი (46 ქულა), იუვენტუსი (45), ფიორენტინა (43), ლაციო/მილანი (41), კატანია/უდინეზე (40).

უარესი შედეგი საკუთარ მოედანზე
პესკარა (13), ჯენოა/პალერმო (22), სიენა (23), ატალანტა/ტორინო (24).

საუკეთესო შედეგი სტუმრად
იუვენტუსი (42), ნაპოლი (32), მილანი (31), ფიორენტინა/რომა (27), უდინეზე/ინტერი (26).

უარესი შედეგი სტუმრად
პესკარა (9), პალერმო (10), სიენა (13).

საუკეთესო შეტევა
ნაპოლი (73 გოლი), ფიორენტინა (72), იუვენტუსი (71), რომა (68), მილანი (67), უდინეზე (59).

უარესი შეტევა
პესკარა (27), პალერმო (34), სიენა (36), კიევო (37), ჯენოა (38), ატალანტა (39).

საუკეთესო დაცვა
იუვენტუსი (24 გაშვებული ბურთი), ნაპოლი (36), მილანი (39), ლაციო (42), ფიორენტინა (44), უდინეზე (45).

უარესი დაცვა
პესკარა (84), ინტერი/სიენა (57), ატალანტა/რომა (56), კალიარი/ტორინო (55).

დარტყმა (სულ)
იუვენტუსი (699), მილანი (636), ფიორენტინა (618), რომა (617), ნაპოლი (579), ინტერი (552).

კარში დარტყმა
იუვენტუსი (258), მილანი (234), ნაპოლი (225), რომა (213), ფიორენტინა (206), ინტერი (185).

ზუსტი პასი
იუვენტუსი (19169), ფიორენტინა (18220), მილანი (18078), რომა (1748), ინტერი (16770), ნაპოლი (16292).

სერიები

მოგება: იუვენტუსი (9 მატჩი)
წაუგებლად: მილანი (14)
მოუგებლად: პესკარა (19)
წაგება: პესკარა (8)
გოლის გაუშვებლად: იუვენტუსი (5)
მშრალი სერია: პესკარა, სიენა, პარმა (4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. ბოლო ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ჯოჯოხეთიდან მობრუნებული გალიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული