"მილანის" ფანატებმა მთავარ მწვრთნელად კლარენს ზეედორფის დანიშვნის წინააღმდეგ აქცია გამართეს

AutoSharing Option
"მილანის" ფანატთა ერთ-ერთი დაჯგუფების წარმომადგენლებმა გუნდის მთავარ მწვრთნელად კლარენს ზეედორფის დანიშვნის საწინააღმდეგოდ აქცია გამართეს.

იტალიაში ეჭვი თითქმის არ ეპარებათ, რომ "როსონერის" უახლოეს მომავალში სწორედ "მილანის" ექს-ფეხბურთელი ჩაიბარებს, ამჟამინდელი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი კი "რომაში" გადაბარგდება.

თუმცა ის, რომ "ბოტაფოგოს" ჰოლანდიელ ჰავბეკს მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს, "მილანის" ფანატებს ძალიან აშფოთებთ.

Football Italia-ს ცნობით, "მილანის" გულშემატკივართა საკმაოდ გავლენიანმა დაჯგუფება Curva Sud-მა კლუბის ოფისთან ბანერი გამოკიდა წარწერით: "ზეედორფი? გმადლობთ, არა".

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით კი, ჰოლანდიელთან ერთად, "მილანს" შესაძლოა დაუბრუნდეს ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, ალეგრის ხელში "მილანმა" სერია A-ს ბოლო სეზონი მესამე ადგილზე ჩაამთავრა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ასევე იხილეთ:

Corriere dello Sport: თბილისში პირლო, ზეედორფი და კაკაც ითამაშებენ
კლარენს ზეედორფი რიოში საუკეთესოა
"გაძეტა": მასიმილიანო ალეგრი "რომაში" მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული