"არწივებმა" რომაულ დერბიში ტიტული სანად ლულიჩის ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვეს. ეს "ლაციალესთვის" ისტორიაში მეექვსე თასია.
რაც შეეხება "ლაციოს" დამრიგებელს, პეტკოვიჩი გადამწყვეტ მატჩში თავისი შეგირდების გარჯით სრულებით კმაყოფილი დარჩა.
იხილეთ ვიდეო
"ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მათ ნამდვილად დაიმსახურეს ეს გამარჯვება.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის სამუშაო, რაც მთელი სეზონის განმავლობაში ჩავატარეთ, ადრე თუ გვიან ნაყოფს გამოიღებდა.
"რომაც" დამენანა, რადგან ძნელია ასეთ ფინალში დამარცხება.
მართალია, სანახაობრივი
მაგრამ საბედნიეროდ, საბოლოო წარმატებას მივაღწიეთ. რომ არა ეს გამარჯვება, ჩვენთვის სეზონი წარუმატებლად ჩაითვლებოდა", - აქვეყნებს პეტკოვიჩის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
იტალიის თასიც და ევროსაგზურიც რომის "ლაციოს" [VIDEO]