მარტინ სტეკელენბურგი: ზდენეკ ზემანს ვერაფერი გავუგე

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მეკარემ მარტინ სტეკელენბურგმა დაადასტურა, რომ "რომას’ ტოვებს და მომდევნო სეზონიდან სხვა გუნდში იასპარეზებს.

30 წლის მეკარის სავარაუდო ნავსაყუდელი ინგლისური "ფულჰემია", თუმცა ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. სტეკელენბურგი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"იტალიაში დიდი იმედებით ჩამოვედი, მაგრამ სამწუხაროდ, შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ შევძელი. სერია A-ში თამაში მეტად რთულია, მაგრამ ჩემი უთამაშებლობის მიზეზი სულ სხვა რამ გახლდათ - ვერაფერი გავუგე ზდენეკ ზემანს, რომელმაც ამითვალწუნა და სათადარიგოთა სკამზე გამამწესა. არადა, ამის არავითარი საბაბი არ ჰქონდა, რადგან ფატალური
შეცდომნები არ დამიშვია. ასეა თუ ისე, ჩემი რომაული კარიერა სრულდება და სიმართლე გითხრათ, ეს მხოლოდ მახარებს".


სტეკელენბურგმა "რომას" მწვთნელ-მესვეურთა ყურადღება ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობით მიიქცია - ტრანსფერი ზაფხულში განხოირციელდა და ჰოლანდიელი მეკარე "ჯალოროსიში" 6 მილიონ ევროდ გადავიდა. თავიდან, სწირედ მარტინი გახლდათ ძირითადი კიპერი, თუმცა შემდეგ ადგილი ურუგვაელ კოლეგას, გოიკოეჩეას დაუთმო.

სტეკენებურგი ზდენეკ ზემანმა აითვალწუნა და თადარიგში გადაისროლა, თუმცა მას არც მაშინ ეშველა, როდესაც დედაქალაქურ გუნდს აურელიო ანდრეაცოლი ჩაუდგა სათავეში. სერია A-ს უკვე გასრულებული გათამაშების ბოლო ტურებში, "რომას" კარს მესამე მეკარე ბოგდან ლობონტი იცავდა და სტეკელენბურგმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ "ჯალოროსიდან" უნდა წასულიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტეკელენბურგის მილანური პერსპექტივა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული