ჯენარო გატუზო "პალერმოს" მთავარი მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
შვეიცარიული "სიონის" მოთამაშე-მწვრთნელი ჯენარო გატუზო 3 ივნისს კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს.

ამის შემდეგ კი "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელი გახდება, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონი დატოვა.

სავარაუდოდ, 35 წლის იტალიელი კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმებს. გატუზოს წლიური ანაზღაურება 400 ათასი ევრო იქნება.

"ახლა ვერაფერს ვიტყვი. ჯერ პრეზიდენტს შევხვ
დები და შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ.

ყოველ შემთხვევაში, "პალერმოში" მუშაობა დიდი ენთუზიაზმია და ზუსტად ამიტომ მინდა, მათ შევუერთდე",
- თქვა გატუზომ.

მომზადებულია Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული