ამის შემდეგ კი "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელი გახდება, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონი დატოვა.
სავარაუდოდ, 35 წლის იტალიელი კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმებს. გატუზოს წლიური ანაზღაურება 400 ათასი ევრო იქნება.
"ახლა ვერაფერს ვიტყვი. ჯერ პრეზიდენტს შევხვდები და შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ.
ყოველ შემთხვევაში, "პალერმოში" მუშაობა დიდი ენთუზიაზმია და ზუსტად ამიტომ მინდა, მათ შევუერთდე", - თქვა გატუზომ.
მომზადებულია Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით