როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ალეგრი "როსონერისთან" ხელშეკრულებას 2015 წლამდე გაახანგრძლივებს და ამით ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაესმება.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:
"შეხვედრა შედგა და შეთანხმებას მივაღწიეთ. ბევრი ვიმსჯელეთ და მივედით იმ საერთო აზრამდე, თუ როგორ უნდა ითამაშოს "მილანმა".
მალე ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებთ - ასე რომ, ალეგრი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.
ბერლუსკონი ყოველთვის დადებითად აფასებდა მასიმილიანოს მუშაობას და
იტალიელმა ჟურნალისტებმა გალიანის ერთ ფრაზაზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც ადრიანო იმაზე საუბრობს, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა ითამაშოს "მილანმა"...
ძველი ამბავია, რომ ბერკუსკონი ხშირად იჭრება მწვრთნელის კომპეტენციაში და როგორც ჩანს, აქ სულაც პირდაპირი მითითებები მისცა ალეგრის. დიდი ალბათობით, კომპრომისიც ამაში მდგომარეობდა - ახალი კონტრაქტი ალეგრის იმ პირობით გაუფორმეს, თუ ის ბერლუსკონის აზრებს გაიზიარებს და მოედანზე ასახავს.
ასეა თუ ისე, შეთანხმება შედგა და ალეგრის "მილანური" ეპოქა გრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"