"ძალიან მომწონს გატუზო და "პალერმოს" შემდეგი მწვრთნელი სწორედ ის იქნება", - უთხრა იტალიურ პრესას ძამპარინიმ.
"პალერმომ" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო და მომდევნო სეზონში სერია B-ში იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ გატუზოს, როგორც ფეხბურთელს, მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს შვეიცარიულ "სიონთან". თუკი ჯენაროსა და სიცილიელთა შეთანხმება შედგა, ის "პალერმოში" ძამპარინის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში 44-ე მწვრთნელი იქნება.
ასევე იხილეთ:
ჯენარო გატუზო: გადაწყვეტილია - ბურთის გორებას