"სამპდორიას" სპორტულმა დირექტორმა კარლო ოსტიმ განაცხადა, რომ 23 წლის ნახევარმცველის თაობაზე "მილანთან" მოლაპარაკება თითქმის ბოლო სტადიაზეა.
"ჩვენ საკმაოდ შორს წავედით "მილანთან" პოლის ტრანსფერზე მოლაპარაკებისას. ეს საკითხი ცოტა ხნით შეფერხებული იყო მათი მწვრთნელის საკითხის გაურკვევლობის გამო, მაგრამ ახლა ტრანსფერს ხელს აღარაფერი უშლის", - განაცხადა ოსტიმ.
პოლის ახლანდელი კონტრაქტი გენუურ კლუბთან 2014 წლამდეა. ამიტომაც "მილანს" ის არცთუ ძვირად ერგება - 6,5 მილიონ ევროდ.
ასევე იხილეთ:
"მილანი": ამბროზინი წავა, პოლი მივა