ადრიანო გალიანი: სტეფან ელ შაარავი არ იყიდება!

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ "მანჩესტერ სიტის" მესვეურებმა სტეფან ელ შაარავის გადასაბირებლად "მილანს" სარფიანი შეთავაზებით მიმართეს. "პატარა ფარაონის" გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა და "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იძულებული გახდა, განმარტება გაეკეთებინა:

"ელ შაარავი არ იყიდება და აქ წერტილი უნდა დავსვათ. არ ვიცი, ვინ რა წინადადებას ამზადებს, მაგრამ ჩვენ მის განხილვას არ ვაპირებთ. პირიქით, ჩვენი მიზანი გუნდის გაძლიერებაა და რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.

კარლოს ტევესი? - დიახ, მე მისი თამაში ძალიან მომწონს
და უკვე დიდი ხანია, მინდა "მილანში" ვიხილო. მისი ხელფასი არ გვაშინებს და თუ ინგლისელები მოლაპარაკებაზე წამოვლენ, ტრანსფერის გასაჩარხავა
დ ყველაფერს გავაკეთებთ. მოკლედ, ელ შაარავი რჩება, ტევესი კი სამიზნეშია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ორი წინადადება სტეფან ელ შაარავის სანაცვლოდ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული