მარიო ბალოტელი: თავი უიღბლო ადამიანი მგონია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ტრავმამ ძალიან გაანაწყენა. ტრავმის გამო ბალოტელის კონფედერაციათა თასის გათამაშების დატოვება ნაადრევად მოუხდა. არადა, ის გუნდს ყველაზე მეტად ახლა სჭირდება.

24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ფორვარდი ტურნირის დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ამიტომ ის იტალიაში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული გუნდი კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

"თავი უიღბლო ადამიანი მგონია
, ტურნირის ასე დატოვება...

მერჩივნა, თანაგუნდელებთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ "მილანი" ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება და უნდა დავბრუნდე, რომ მოახლოებული მატჩებისთვის უკვე
მზად ვიყო",
- თქვა ბალოტელიმ.

ესპანეთის ნაკრებთან მომავალი მატჩის შესახებ კი კლაუდიო მარკიზიომ ისაუბრა. მისი აზრით, იტალიელებმა ისე უნდა ითამაშონ, როგორც ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე (1:1).

"მარიო დაგვაკლდება, მაგრამ ალბერტო ჯილარდინო საკმაოდ გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელია. ამის თაობაზე არ ვდარდობთ.

ისე უნდა ვითამაშოთ, როგორ ეს ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებთან პირველ მატჩში გავაკეთეთ.

ესპანეთი მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, მაგრამ მათ წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია კარგად",
- თქვა მარკიზიომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული