"მილანმა" მასიმო ამბროზინის მადლობა "გაზეტა დელო სპორტით" გადაუხადა

AutoSharing Option
საკმაოდ უცნაურად გადაუხადა მადლობა "მილანმა" ყოფილ კაპიტან მასიმო ამბროზინის.

ვეტერან ფეხბურთელს "მილანთან" კონტრაქტი 30 ივნისს დაუმთავრდა. ამის აღსანიშნავად "მილანის" ხელმძღვანელობამ "გაძეტა დელო სპორტის" მთელი გვერდი შეიძინა და ამ გვერდზე გადაუხადა მადლობა კაპიტანს ძველი დამსახურებებისთვის.

"17 ს3ეზონი: 489 მატჩი, 36 გოლი, 12 ტიტული, 6 205 დღე, 33 791 წუთი "მილანის" მაისურით, მადლობა კაპიტანო", ვკითხულობთ გვერდზე, რომელიც ამბროზინის ფოტეობით არის აჭრელებული. 

ასევე იხილეთ:
"მილანი" და "ინტერი": ორი კაპიტნის ამბავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული