ჩირო იმობილე "ვესტ ჰემს" ვერ შეუთანხმდა

AutoSharing Option
"ჯენოას" მესვეურები ჩირო იმობილეს სარფიანად გაყიდვას ცდილობენ, თუმცა ეს საქმე მთლად კარგად არ გამოსდით. 21 წლის ფორვარდის საბაზრო ღირებულება 15 მილიონი ევროა, რომლის გადახდის სურვილი მხოლოდ ინგლისურ "ვესტ ჰემს" გამოუთქვამს, თუმცა მხარეები ვერც ამ შემთხვევაში შეთანხმდნენ და თუ რატომ, ამაზე ფეხბურთელის პირადი აგენტი ისაუბრებს:

"იმობილეს უფრო ამბიციურ გუნდში სურს გადასვლა, მაგრამ ჯერჯერობით ამ საქმეს არ დაადგა საშველი. "ჯენოას" მესვეურები 15 მილიონ ევროს ითხოვენ, აღნიშნული თანხის გადახდაზე კი მზადყოფნა მხოლოდ "ვესტ ჰემის" მესვეურებმა გამოთქვეს... თუმცა, მოლაპარაკება ჩვენ ჩავშალეთ, რადგან ინგლისელები წლიურ
გასამრჯელოს იმაზე გაცილებით ცოტას გვთავაზობენ, ვიდრე ვითხოვთ. ჩირო მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს "ჯენოას", თუ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს და ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მე მაინც მგონია, რომ აგვისტოს ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს"
.

იმობილეს აგენტის ამ განცხადებას იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ჟურნალისტებმა დაგმეს ფეხბურთელის პოზიცია, პათოსი კი ასეთია: ახალგაზრდა მოთამაშისთვის სპორტული მოტივაცია უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე ფინანსური ინტერესები. შეგახსენებთ, რომ იმობილე იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტიაგო და ძმანი მისნი - ისრაელიდან დანახული მომავლის ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული