მეჰდი ბენატია გამგელდა

AutoSharing Option
სეზონი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ვწერდით, რომ "რომა" "უდინეზეს" მცველ მეჰდი ბენატიას გადაბირებით იყო დაინტერესებული. ცნობა გამართლდა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 წლის მოროკოელი დედაქალაქური გუნდის ღირსებას დაიცავს.

დიახ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ბენატია "ჯალოროსისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აქვე ვთქვათ, რომ ტრანსფერის ღირებულება 13.5 მილიონი ევროა. ამასთან, "რომადან" "უდინეზეში" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი გადაბარგდება: ვალერიო ვერე და ნიკოლას ლოპესი, ორივე 19-19 წლის. სრული ინფორმაციისთვის, დავამატოთ, რომ ორივე მათგანის სატრანსფერო უფლებების ნახევარს "ჯალოროსი" იტოვებს.

ბენატიამ ბოლო სამი სეზონი
"უდინეზეში" გაატარა, 72 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

მეჰდი საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილია და სწორედ ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში ირჯებოდა, თუმცა, როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებზე მიდგა, ისტორიული სამშობლოს სამსახურში ჩადგა - შესაძლოა იმიტომაც, რომ არჩევანი, უბრალოდ, არ ჰქონდა. მოროკოს ეროვნულ გუნდში მეჰდიმ 30 მატჩი გამართა და 1 გოლი შეაგდო. ბენატია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცველია სერია A-ში და მისი ტრანსფერი "რომას" აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აფრიკის ერთა თასი იწყება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული