"ტორინოს" მეკარე 4 სეზონით დასაჯეს

AutoSharing Option
იტალიაში კვლავ გრძელდება სკანდალი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 20 ფეხბურთელი დასაჯა გარიგებულ თამაშებში მონაწილეობისთვის. მათგან 19-ის გვარი ჯერ არ ხმაურდება.

ერთი კი "ტორინოს" 34 წლის ბელგიელი გოლკიპერი ჟან ფრანსუა ჟილეა. ჟილე 3 წლით და 7 თვით დასაჯეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბელგიელს, ფაქტობრივად, კარიერის დასრულება მოუწევს.

დადგინდა, რომ 2009 წელს ორი მატჩი იყო ჩაწყობილი: ბარი-ტრევიზო და სალერნიტანა-ბარი.

გასულ სეზონში ჟილე "ტორინოს" მთავარი მეკარე იყო, 37 მატჩი ითამაშა და 53 ბურთი გაუშვა.

ასევე იხილეთ:
იტალიურ ფეხბურთში ისევ სკანდალი
აგორდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული