ალექსის სანჩესი "მილანის" სამიზნეში

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურებმა ერთი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვა მაინც განიზრახეს და ალექსის სანჩესს დაუმიზნეს.

24 წლის ჩილელი შემტევი "ბარსელონაში" მთლად უფუნქციოდ არ გახლავთ, მაგრამ ვერც განსაკუთრებული როლით დაიკვეხნის. ამიტომ სულაც არაა გამორიცხული, რომ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, კატალონიელებმა მისი გაშვება გადაწყვიტონ - მით უმეტეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, "ბარსაში" ნეიმარის ეპოქა იწყება. მოკლედ, "მილანმა" შეტევის გაძლიერება განიზრახა და არცთუ ურიგო ვარიანტს მიაგნო.

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ტრანსფერის ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ რობინიო დატოვებს "მილანს" და სხვა გუნდში
გადაბარგდება. ბრაზილიელი "სანტოსში" უნდა გადასულიყო, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა და 29 წლის თავდამსხმელი "როსონერიში" დარჩა.

ამჟამად რობინიოს გადაბირება "გალათასარაის" სურს და მოლაპარაკებაც გაჩაღებულია. თურქებს ფული არ უჭირთ, არც რობინიოს შენარჩუნებაა ლომბარდიელთათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამბავი და შესაბამისად, ტრანსფერის ალბათობა მაღალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილანის "ინტერი" ალექსის სანჩესს შეუთანხმდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული