ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ მცველს კარიერა არ დაუსრულებია, ის შვეიცარიის ჩელენჯლიგის გუნდ "კიასოს" მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.
ძამბროტასთან 1+1 კონტრაქტი გააფორმეს, ცნობილი ვარსკვლავ მწვრთნელ ერნესტინო რემელიეს ასისტენტი იქნება.
ძამბროტა "კომოში", "ბარიში", "იუვენტუსში", "ბარსელონაში" და "მილანში" თამაშობდა. თითქმის ერთი წელია, მას ფეხბურთი არ უთამაშია.
ასევე იხილეთ:
"პარი სენ ჟერმენი" ჯანლუკა ძამბროტათი დაინტერესდა