"ნაპოლი" და მადრიდის "რეალი" გონსალო იგუაინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
ესპანურ პრესას თუ ვენდობით, საგა გონსალო იგუაინის ტრანსფერზე დასრულდა - როგორც იქნა, არგენტინელი ფორვარდი "სამეფო კლუბმა" გაყიდა.

ხელშეკრულებას მხოლოდ თავად იგუაინის ხელმოწერა აკლია.

"რეალი" და "ნაპოლი" შეთანხმდნენ, იტალიური კლუბი ფეხბურთელში 37 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დასაწყისში ყველაზე რეალური იგუაინის ლონდონის "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ "რეალს" შემოთავაზებული თანხა არ მოეწონა.

გონსალო იგუაინი მესამე ფეხბურთელია, რომელიც ამ ზაფხულს "რეალიდან" "ნაპოლიში" გადავიდა: ხოსე კალეხონისა და რაულ ალბიოლის შემდეგ.

ასევე იხილეთ:
"ნაპოლი": ერთი მოსალოდნელი და ერთიც მოულოდნელი ტრანსფერი
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები პეპიტას.
Georgi
16:10 23-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული