საუკეთესო ჩემპიონატი კალჩოპოლის შემდეგ
ამ ზაფხულს განვითარებული მოვლენები ამსხვრევს მითს იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიიდან მხოლოდ გარბიან მაღალი კლასის ფეხბურთელები. ისეთი ვარსკვლავების მოსვლა, როგორებიც მარიო გომესი, ფერნანდო, ლორენტე, კარლოს ტევესი, გონსალო იგუაინი და სხვები არიან, კალჩოს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის. მეტიც, ჩემი აზრით, სერია A-ს მომდევნო გათამაშება
საუკეთესო ტრანსფერი
მიუხედავად სხვა ფეხბურთელებისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, საუკეთესო შენაძენად მაინც მარიო გომესს მივიჩნევ. გერმანელი ბუნებით ბომბარდირია და დარწმუნებული ვარ, "ფიორენტინაშიც" ისევე ხშირად გაიტანს, როგორც სხვა გუნდებში გაჰქონდა. მარიო ნაკლებად დამოკიდებულია ხასიათზე, გარემოზე და სხვადასხვა ფაქტორებზე. ოპტიმისტურად ვუყურებ გონსალო იგუაინის ტრანსფერსაც და ვფიქრობ, რომ მას შეუძლია ნეაპოლელებს ედინსონ კავანი დაავიწყოს. საერთოდ, "ნაპოლი" ძალიან გაძლიერდა და ამ გუნდისგან საუცხოო შედეგებს ველოდები.
სკუდეტოსთვის ბრძოლა
რაც შეეხება სკუდეტოსთვიუს ბრძოლას, ფავორიტად სამი გუნდი მიმაჩნია: "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "ფიორენტინა". ჩემი ვარაუდით, მილანური და რომაული გუნდები ამ სამეულის უკან დარჩებიან. "ინტერი" და "მილანი" ფაქტობრივად არ გაძლიერებულან, "ლაციოს" რამდენიმე ექსტრა-კლასის ფეხბურთელი სჭირდება, "რომა" კი უკვე მერამდენე წელია, ახალი გუნდის ფორმირებას იწყებს. ვფიქრობ, "იუვეს" სწორედ "ნაპოლი" და "ფიორენტინა" გაუწევენ კონკურენციას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინო ძოფი: "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში იკერ კასილიასი ლიონელ მესის შემდეგ მეორე იქნება