რაფაელ ბენიტესი: კიდევ ერთი ფორვარდი გვჭირდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ გუნდის თავდასხმის ხაზი ჯერ დაკოპლექტებული არაა.

"კიდევ ერთ ფორვარდს ვეძებთ, რადგან სამ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა. იოლი არ იქნება, მაგრამ ყველა ტურნირზე წარმატებით გამოსვლას ვგეგმავთ.

ამიტომ კიდევ ერთ შემტევი ფეხბურთელი არ გვაწყენს",
- თქვა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ედინსონ კავანი პსჟ-ში გადავიდა, ხოლო მის მაგივრად გუნდში "რეალიდან" ხოსე კალიეჰონი და გონსალო იგუაინი მივიდნენ.

იტალიაში კონტრაქტის გასაფორმებლად უკვე ჩავიდა "პორტოს" ფორვარდი ჯეკსონ მარტინესი.

გარდა ამისა, "ნაპოლი" "ბარსელონას" თავდამსხმელ ალექსის სანჩესს უმიზნებს.

მომზადებულია Sky Sport
Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული