"მილანმა" მატიას სილვესტრი დაიმატა

AutoSharing Option
"მილანის" მესვეურები დიდ ხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მატიას სილვესტრის ტრანსფერთან დაკავშირებით და როგორც იქნა, მიზანს მიაღწიეს. ჯერ კიდევ ორი დღის წინ, ადრიანო გალიანი აცხადებდა, რომ "ინტერთან" მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თუმცა გუშინ, მიღწეული შეთანხმების შესახებ გვამცნო:

"თანაქალაქელებთან საერთო ენა გამოვნახეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ. მატიას სილვესტრი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "მილანში" გადმობარგდება. ვფიქრობ, მისი სახით ძლიერი მცველი დავიმატეთ".

მატიას სილვესტრი კარიერის საწყის წლებში "ბოკა ხუნიორსში" თამაშობდა, საიდანაც "პალერმოში" გადაბარგდა; შემდეგ იყო "კატანია"
და "ინტერი" მხოლოდ ერთი სეზონით. მატიასს "ნერაძურიში" ვერ აეწყო საქმეები და სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "როსონერი" მატიასს ერთწლიანი იჯარით აიყვანს, სურვილის შემთხვევაში კი მომდევნო ზაფხულს 4 მილიონ ევროდ გამოისყიდის. ვნახოთ, როგორ მოერგება 28 წლის არგენტინელი მეორე მილანურ გრანდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
SURPRISE - 5 აღმოჩენა სეზონის სტარტზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული