დაახლოებით ანალოგიური რამ თქვა ლეგენდარულმა მეკარე დინო ძოფმა, რომელმაც "იუვენტუსთან" და "ნაპოლისთან" ერთად, ჩემპიონობის პრეტენდენტად სწორედ ფლორენციული გუნდი დაასახელა. დიდი ავანსებია გაცემული ჯუზეპე როსისა და მარიო გომესის ტანდემზე - პირველს უფრო სიღრმიდან ეხერხება თამაში, ხოლო მეორე კლასიკური დამგვირგვინებელია.
"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი 26 წლის როსის გაესაუბრა, მის ნააზრევს კი ქვემოთ გაეცნობით:
"კონკრეტული მიზანი ჩვენთვის
დარწმუნებული ვარ, "ფიორენტინა" მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. მარიო გომესთან თამაში ერთი სიამოვნებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ფიორენტინაში" კიდევ არიან მაღალი კლასის შემტევები; თუნდაც ადემ ლიაიჩი და იოსიპ ილიჩიჩი, რომლებსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი მიზანი იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და მუნდიალზე გამგზავრებაა. "სკუადრა აძურას" მაისური ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩეზარე პრანდელის ნდობა მოვიპოვო. ამისთვის სწორედ "ფიორენტინაში" კარგად ასპარეზობაა საჭირო და ამად არის, რომ ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ".
ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: სკუდეტოსთვის 7 გუნდი იბრძოლებს