დიეგო მილიტო: უკვე "იუვენტუსთან" თამაში მინდა

AutoSharing Option
"ინტერის" არგენტინელი ფორვარდი დიეგო მილიტო ტრავმიანობამ გატანჯა, რის გამოც გასული სეზონის მეორე ნახევარი მთლიანად გაუცდა და ჯერ კიდევ ლაზარეთშია. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როდის დაუბრუნდება 34 წლის ფორვარდი მოედანს და ბუნებრივია, თავად ფეხბურთელს მიაკითხეს - დიეგომ ამ და სხვა თემებზე საინტერესოიდ ისაუბრა...

ტრავმა
ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები მოედანს, მაგრამ ჯერჯერობით, ისევ ლაზარეთში მიწევს ყოფნა. ექიმები მპირდებიან, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში სრულ მზადყოფნაში ვიქნები, მაგრამ ზუსტი თარიღის დასახელება მაინც გამიჭირდება. 15 სექტემბერს დიდი იტალიური დერბია და მჯერა, რომ "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვითამაშებ.

ჯვარედინი მყესი თებერვალში გავიეწყვიტე და მას შემდეგ, მოედანზე დაბრუნებას ველოდები... ეს იყო ყველაზე მძიმე ტრავმა ჩემს კარიერაში, რომელმაც უდიდესი ტკივილი მომაყენა. რამდენიმე დღე ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი, შემდეგ კი დაიწყო გაუთავებელი ლოდინი, რომელიც დღემდე გრძელდება.


მიზნები
ვიცი, რომ ბევრმა უკვე ჩამომწერა, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, რომ ფეხბურთის თამაში კიდევ შემიძლია და თანაც ისე, რომ "ინტერს" სარგებელი მოვუტანო. გუნდში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანს - გვსურს, ჯერ იტალიაში, შემდეგ კი ევროპაში მივაღწიოთ წარმატებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ვარ, ვარჯიშებზე ხშირად დავდივარ და ვალტერ მაცარის მეთოდებს ვაკვირდები... ვფიქრობ, იდეალური მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ზუსტად იცის რას აკეთებს. კარგი იქნება თუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ-სამ მაღალი დონის ფეხბურთელს გადავიბირებთ, რადგან გაძლიერება არ გვაწყენდა. ვფიქრობ, სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში სამეულში მოხვედრა ხელგვეწიფება, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიეგო მილიტოსთვის სეზონი დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული