ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ჩილელი ფეხბურთელის ხელფასი 2.7 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაიზარდა. ხოლო კონტრაქტი 2018 წლამდე იმოქმედებს.
ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას "იუვენტუსი" ოფიციალურად ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ გააცხადებს.
გასულ სეზონში ვიდალმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 31 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.