არტურო ვიდალს ხელფასი მოუმატეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ Corriere dello Sport იუწყება.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ჩილელი ფეხბურთელის ხელფასი 2.7 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაიზარდა. ხოლო კონტრაქტი 2018 წლამდე იმოქმედებს.

ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას "იუვენტუსი" ოფიციალურად ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ გააცხადებს.

გასულ სეზონში ვიდალმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 31 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული