იტალიელებმა მასში 8 მილიონი ევრო გადაიხადეს და ბუნებრივია, დიდ იმედებსაც ამყარებენ. თავად ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ახალ სეზონს მოითმენლად ელოდება. ალბიოლი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა...
რატომ "ნაპოლი"?
რატომ გადმოვედი "ნაპოლიში"? - იმიტომ, რომ ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრნი საკუთარი გუნდის თავგადაკლული ქომაგები არიან. ეს ატმოსფერო უკვე შევიგრძენი
ამპლუა
რაფაელ ბენიტესმა პირველივე შეხვედრისას მითხრა, რომ ჩემი გამოცდა რამდენიმე პოზიციაზე სურს. მზად ვარ მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულო და იქ ვითამაშო, სადაც მეტყვის. ვფიქრობ, რაფა ნახევარდაცვაშიც გამომცდის, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევა იქნება.
სკუდეტო
სკუდეტოსთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, რაც ჩემპიონატისადმი ინტერესს ერთი-ორად გაზრდის. "იუვენტუსი" ფავორიტია, მაგრამ ჩვენი სახით, მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს. არ უნდა დავივიწყოთ მილანური გრანდები, რომაული გუნდები და "ფიორენტინა". მაღალი ადგილებისთვის არნახულად დიდი კონკურენცია იქნება, ჩვენი მიზანია გავიმეოროთ გასული სეზონის წარმატება და თუ ცოტა გაგვიმართლა, იქნებ სკუდეტოსაც შევწვდეთ.
კალჩო
თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს, რაც ყველაზე მეტად მეხმარება იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციაში. კარგად იცით, რომ კალჩოში განსაკუთრებული ყურადღება დაცვას ეთნობა და ამ ამპლუის ფეხბურთელისთვის აქ მოხვედრა განსაკუთრებული პატივია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრებს თავი შევაყვარო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ნაპოლი": ერთი მოსალოდნელი და ერთიც მოულოდნელი ტრანსფერი