გონსალო იგუაინის პირველი გოლი და მარეკ ჰამშიკის ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" მესვეურებმა სატრანსფერო ბაზარზე მცირე პაუზა აიღეს და ამ პერიოდში ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებას მიჰყვეს ხელი. 11 აგვისტოს კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ტვიტერის" მეშვეობით გვამცნო, რომ მარეკ ჰამშიკი 2018 წლამდე მის გუნდში ითამაშებს:

"მარეკი შესანიშნავი ფეხბურთელი და კიდევ უკეთესი ადამიანია. ჩვენ არასდროს გვიჭირდა საერთო ენის გამონახვა და შესაბამ
ისად, არც მოლაპარაკებისას შეგვქმნია პრობლემები. შეთანხმება შედგა და ჰამშიკმა კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ჩვენ ვაფასებთ მის ერთგულებას, იმას, რაც დღეს ასე იშვიათია თანამედროვე ფეხბურთში".

ბოლო ფრაზით აურელიო დე ლაურენტისმა აშკარად ედინსონ კავანის
გაჰკრა კბილი, რომელიც დიდძალი თანხის სანაცვლოდ ფრანგულ პსჟ-ში გადავიდა. მოკლედ, დიდი სპეკულაციების მიუხედავად, ჰამშიკმა ნეაპოლში გადაწყვიტა დარჩენა და ახალ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი. დავძინოთ, რომ 26 წლის სლოვაკი შემტევი "ნაპოლიში" 2007 წლიდან ასპარეზობს, ამ პერიოდში 217 მატჩი აქვს ჩატარებული და 61 გოლი გატანილი.

პიპიტას პირველი გასროლა
ამასობაში "ნაპოლიმ" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და გონსალო იგუაინმა პირველი გოლი გაიტანა ახალი გუნდის შემადგენლობაში. რაფაელ ბენიტესის სამწყსო "ბენფიკას" ეპაექრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 2:1. ნეაპოლელები ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, თუმცა ვერ დავიჩემებთ, რომ გადაურბინეს მეტოქეს და შანსი არ დაუტოვეს.

რაფაელ ბენიტესმა კვლავაც 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია, შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ იგუაინს კი უკნიდან მარეკ ჰამშიკი, ხოსე კალეხონი და ლორენცო ინსინიე დაახმარა. მეორე ტაიმში მოედანზე დრის მერტენსი გამოჩნდა და მეტად აქტიური იყო. დაცვის ხაზში ფეხბურთელთა უმეტესობამ თითო ტაიმი გაიყო, რაულ ალბიოლს კი 72 წუთი მიეცა; ესპანელი დამაჯერებელი იყო, განსაკუთრებით კარგად კი მეორე სართულზე გაისარჯა.

კარში კვლავაც რეინა-რაფაელის როტაცია ვნახეთ და ჯერაც გაურკვეველია, რომელი იქნება გუნდის ნომერ პირველი მეკარე სეზონში.

რაც შეეხება გოლებს, პირველი ჯერ კიდევ მეხუთე წუთზე ვალონ ბერამიმ თავური დარტყმით გაიტანა, რასაც პორტუგალიელებმა ტაიმის მიწურულს ლუიზაოს შედეგიანი დარტყმით უპასუხეს. გადამწყვეტი სიტყვა გონსალო იგუაინმა თქვა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგელა, ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღო და მეორე შეხებით კარში გადაგზავნა, 2:1. არგენტინელის გოლს "სტადიო სან პაოლოზე" შეკრებილი გლშემატკივრები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ, რამაც ფეხბურთელი ძალიან გაახარა:

"ტიფოზები მთელი მატჩის განმავლობაში მამხნევებდნენ და ეს გოლი სწორედ მათი დამსახურებაა. "სან პაოლოზე" საოცარი ატმოსფერო იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ არენაზე კიდევ უამრავი მატჩი უნდა გავმართო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები გატანილი გოლით ბევრჯერ გავახარო".

ნაპოლი-ბენფიკა 2:1
გოლები: 1:0 ბერამი (5), 1:1 ლუიზაო (43), 2:1 იგუაინი (70).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა (46. რაფაელი) - მაჯო (46. მესტო), ალბიოლი (72. გამბერინი), ბრიტოსი (46. კანავარო), ცუნიგა (46. არმერო) - ინლერი (46. ჯემაილი), ბერამი (78. რადოშევიჩი) - კალეხონი (82. ნოვოტნი), ჰამშიკი (62. პანდევი), ინსინიე (46. მერტენსი) - იგუაინი (72. კალაიო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრედრაგ მიატოვიჩი: მადრიდის "რეალი" მწარედ ინანებს გონსალო იგუაინის გაყიდვას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული