პირველი უკანახაზელია, 2008 წლიდან "ლივერპულის" ღირსებას იცავს და შესაბამისად, რაფაელ ბენიტესთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მატრის, ფორვარდია და "იუვენტუსში" 2011 წლიდან ასპარეზობს. როგორც ჩანს, ნეაპოლელებს კიდევ სურთ შეტევის გაძლიერება, რადგან ბევრი თვლის, რომ ედინსონ კავანის ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" წასვლით გამოწვეული ვაკუუმი ჯერ
"სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ამ დროის გამოყენებას აუცილებლად ვაპირებთ; გვსურს, კიდევ ერთი თავდამსხმელი, მცველი და ნახევარმცველი დავიმატოთ. ალესანდრო მატრი? - დიახ, ჩვენ გვინდა მისი გადმობირება და ტურინელებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.
"იუვენტუსის" მესვეურთა დასახელებულ თანხას პირნათლად ვიხდით, მაგრამ ჯერ მაინც ფეხს ითრევენ - როგორც ჩანს, ფორვარდის კონკურენტ გუნდში გაშვება არ სურთ. თუმცა, ბოლო დღეებში ყინული გალღვა და ტრანსფერის ალბათობა მაღალია. მარტინ შკრტელი? - შესანიშნავი ფეხბურთელია და რაფა ბენიტესს მისი გადმოყვანა ძალიან უნდა. ვნახოთ, ყველა კითხვას უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი".
აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ "ნაპოლი" მატრის და შკრტელის გადაბირებას ლამობს. ლივერპულელის თაობაზე უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, მატრი კი ჟურნალისტებმა, ფაქტობრივად, უკვე გადაიყვანეს ნეაპოლში... "გაძეტას" მტკიცებით, სამხრეთელები "ვეკია სენიორას" ბიუჯეტში 12 მილიონ ევროს გადარიცხავენ, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 2.7 მილიონი ევრო იქნება, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა დღევანდელი იტალიური რეალობის გათვალისწინებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტურინის "იუვენტუსი": კოლაროვი მივა, მატრი წავა...