Mediaset: მილანის "ინტერმა" სამუელ ეტო’ოს კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
Mediaset-ის ცნობით, მილანის "ინტერმა" სამუელ ეტო'ოს 2.5-წლიანი კონტრაქტი მომავალში ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით შესთავაზა.

კამერუნელი ფეხბურთელის ხელფასი კი მილანურ კლუბში 4.5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ეტო’ო "ანჟიში" სწორედ "ინტერიდან" გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ კამერუნელი ფორვარდი "ანჟის" მფლობელს, სულეიმან კერიმოვს შეხვდა და კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ პრინციპული თანხმობა მიიღო.

გამომდინარე აქედან, ეტო’ო რუსული კლუბის დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული