ალბერტო ჯილარდინო: როგორც ჩანს, მხოლოდ ჩეზარე პრანდელის ვაინტერესებ

AutoSharing Option
გასული სეზონი ალბერტო ჯილარდინომ იჯარის წესით "ბოლონიაში" გაატარა, ამ ზაფხულს კი "ჯენოას" დაუბრუნდა და საწვრთნელ ეტაპსაც ამ გუნდთან ერთად გადის.

31 წლის ფორვარდმა "კორიერე დელო სპორტს" კომენტარი მისცა და განაცხადა, რომ ჯერ წარმოდგენა არ აქვს, რომელ გუნდში დაიწყებს ახალ სეზონს.

"გასულ სეზონში ურიგოდ ნამდვილად არ მიასპარეზია, რაზეც ჩემს მიერ გატანილი 13 გოლი მეტყველებს. მიუხედავად ამისა, "ბოლონიას" მესვეურებმა ჩემი გამოსყიდვა არ ისურვეს.

"ჯენოაში" თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჯერჯერობით, არავინ მეუბნება, დავრჩები თუ არა ამ გუნდში. მწვრთნელები დუმილს ამჯობინებენ, რაც მაფიქრებინებს, რომ
გაშვებას მიპირებენ.

როგორც ჩანს, ჩემი სამსახურით მხოლოდ ჩეზარე პრანდელია დაინტერესებული, რომელიც რეგულარულად მიძახებს ეროვნულ ნაკრებში.

ამ წუთისთვის, წარმოდგენა არ მაქვს სად გავაგრძელებ კარიერას",
- უთხრა ჯილამ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული