გამოკვლევებმა გარკვეული დრო წაიღო, 20 აგვისტოს კი გაცხადდა, რომ 27 წლის ნახევარმცველმა მუხლი დაიზიანა და დაახლოებით ერთი თვით უქმობა მოუწევს.
ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და შემდეგი განაცხადა:
"იყო საფრთხე, რომ ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგებოდა და თვეების გამოტოვება მომიწევდა. ამიტომ დიაგნოზით უკმაყოფილო არ ვარ. ერთ თვეს როგორმე გავძლებ და შემდეგ დავუბრუნდები საყვარელ საქმეს.
სეზონის სტარტზე წარმატებული ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ "იუვენტუსს" ჩემი არყოფნა დიდად არ
მარკიზიოს ტრავმა უფრო ფართოდ გაუხსნის გზას ძირითადი შემადგენლობისკენ პოლ პოგბას, რომელიც თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და ეს სუპერთასის პაექრობაშიც დაამტკიცა.
კლაუდიოს ტრავმამ, წესით, მაურისიო ისლას წისქვილზეც უნდა დაასხას წყალი, რომელსაც სულ უფრო ხშირად უწინასწარმეტყველებენ "იუვენტუსში" დარჩენას - ამის შესახებ თავად 25 წლის ჩილელმაც ისაუბრა:
"საკუთარ შესაძლებლობებში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს და მსურს, კარიერა "იუვენტუსში" გავაგრძელო.
ვიცი, რომ ტურინულ გრანდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ სწორედ ამ კონკურენციაში მსურს შესაძლებლობების დემონსტრირება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ანტონიო კონტეს ნდობა მოვიპოვო და მეტი სათამაშო დრო მივიღო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"